logo
ENG



#ერთადმუსიკისთვის - კონსერვატორიის დასახმარებლად კამპანია დაიწყო

05 დეკ 201921:25
3 წუთის საკითხავი
 
e9pgoo7gx3d0cay.jpg

სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დასახმარებლად კამპანია #ერთადმუსიკისთვის გამოჩნდა, რომელიც მიზნად კონსერვატორიაში არსებული მატერიალური პრობლემების მოგვარებას ისახავს. სამუსიკო სასწავლებელი უკვე წლებია, პრაქტიკულად, ინსტრუმენტების გარეშეა დარჩენილი. ყველაზე რთულ მდგომარეობაში პიანინო და როიალებია. 140 საკრავიდან 119 გაუმართავია. 

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო განყოფილების სტუდენტებს, ისევე როგორც სხვა სპეციალობაზე სწავლის მსურველებს, უკვე წლებია გაუმართავ ინსტრუმენტთან უწევთ მუშაობა. ამის მიზეზი მცირე დაფინანსებაა. სასწავლებლისთვის გამოყოფილი თანხებით, კონსერვატორიის ხელმძღვანელობა მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენას  ვერ ახერხებს

სწორედ ამიტომ, ხელმძღვანელობამ თანამშრომლებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, დაეწყო კამპანია ერთად მუსიკისთვის. ერთ-ერთი ვინც პირველი ჩაერთო ამ საქმეში გოგი ჭიჭინაძეა. დირიჟორმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი გასტროლებიდან შემოსული თანხა, რომელიც იანვარშია დაგეგმილი, მთლიანად ახალი ინსტრუმენტების შესაძენად შექმნილ ფონდში გადაირიცხება. ამბობს, რომ პირველ რიგში აუცილებელია ფორტეპიანოებისა და როიალების შეცვლა. 

ალტისტი გიორგი ცაგარელი კი იხსენებს, რომ წლების წინ, როდესაც ის კონსერვატორიაში სწავლობდა, ინსტრუმენტები უკვე ცუდ მდგომარეობაში იყო. მიაჩნია რომ სტუდენტებისთვის კარგ მუსიკალურ საკრავებთან მუშაობა აუცილებელია და სწორედ ამიტომ, კამპანიაში ჩართვას თავადაც გეგმავს.

 

 

 


close დახურვა