logo
ENG



ერთდღიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ონლაინ ვაჭრობა ისევ დასაშვები გახდა

02 აპრ 202012:30
3 წუთის საკითხავი
 

ერთდღიანი პაუზისა და კრიტიკის შემდეგ, საქართველოში ონლაინ ვაჭრობა ისევ დასაშვები გახდა. მთავრობის ახალი დადგენილება დღეიდან შედის ძალაში და უკვე ნებადართულია დისტანციურად საკვები პროდუქტების, ტექნიკის, წიგნებისა თუ სხვა ნივთების შეძენა.

ონლაინ გაყიდვებისთვის ოფისში მხოლოდ 5 ადამიანის ყოფნაა დასაშვები. ამ დადგენილების გამოქვეყნებას წინ უსწრებდა პრემიერ გახარიას განცხადება „იმედის“ ეთერში, სადაც ის ირწმუნებოდა, რომ ამ ონლაინ ვაჭრობის შეწყვეტა გარდაუვალი აუცილებლობა იყო.

„ჩვენი ძირითადი პრინციპი გახლავთ - მინიმალური ზიანი ეკონომიკას. რამოდენიმეჯერ ვთქვით, რომ ეს არის შეზღუდვები, რომელიც არის საჭირო დღეს და არის დროებითი. მეც ბევრმა ადამიანმა მომმართა ამასთან დაკავშირებით, იყო დასაბუთებული არგუმენტები რომლებსაც მივიღებთ, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ თუ ყურსასმენის ყიდვა მინდა რა ვქნაო? როგორ შეიძლება როდესაც ამხელა გამოწვევაზე ვსაუბრობთ ვერ მოვითმინოთ ორი კვირის განმავლობაში მუსიკალური პლეიერის ყიდვა. ეს ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია“, - განაცადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა