logo
ENG



ერთთვიანი მუშაობის შემდეგ კოტე ანანიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა

10 მარ 202114:47
3 წუთის საკითხავი
 

ერთთვიანი მუშაობის შემდეგ კოტე ანანიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა. 

გიორგი გახარაიამ ანანიაშვილი აჭარის პოლიციიდან 9 თებერვალს გადმოიყვანა და რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა. 

მისი თქმით, განცხადება მან თავისი ნებით დაწერა. 

დღეს, 10 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა მისი შემცვლელი უკვე დანიშნა - რეგიონულ პოლიტიკას ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს. 

განხორციელდა სხვა ცვლილებებიც: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. 

შსს-დან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა ნინო გიორგობიანმა - ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. 


close დახურვა