თბილისის განვითარების გეგმის მიხედვით, პრიორიტეტული იყო საბაგირო დერეფნების მოწყობა, როგორც ტურისტული, ისე შიდა ტრანსპორტირების მიზნით. ჯერ კიდევ დავით ნარმანიას დროს დაიწყო აქტიური დაპირებების გაცემა ამ მხრივ. კვლევებშიც ასობით ათასი ლარი დაიხარჯა, მაგრამ ოცნების მერების ვადა ისე ამოიწურა და იწურება, რომ თბილისს არცერთი საბაგირო ხაზი არ შემატებია.
როგორ ჭიანურდება, ან საერთოდ ვერ კეთდება საქმე, როცა ის საერთო სარგებელს ეხება და რამდენად სწრაფად ესხმება ხორცი ნებისმიერ სურვილს, თუ ის ერთი კაცის, თუნდაც ბევრის მიერ გაპროტესტებულ ახირებულ სურვილს უკავშირდება.