logo
ENG



ერთი ლაზარე - დროება

09 აპრ 202320:20
3 წუთის საკითხავი
 

ტოტალიტარულ სისტემაში განსხვავებული აზრი განიხილება, როგორც რეჟიმის სტაბილურობის საფრთხე. ამიტომ მთავრობები იყენებენ სხვადასხვა ტაქტიკას პროტესტის ხმის ჩასახშობად. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი ძალადობა, დაშინება და პატიმრობაა. 7-9 მარტის აქციების შემდგე, საქართველოს მთავრობის მხრიდან სწორედ ეს მიდგომა ვიხილეთ, რის შედეგადაც ციხეში 21 წლის ახალგაზრდა, ლაზარე გრიგორიადისი ზის. გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში საქართველოში რამდენიმე სახელისუფლებო ტელეარხია ჩართული. მათი დახმარებით რეჟიმი აკნინებს განსხვავებულ აზრს, სანაცვლოდ კი ამ მედიის წარმომადგენლებს მფარველობას ჰპირდება. ნარატივის კონტროლით ტოტალიტარული რეჟიმები ქმნიან ერთიანობისა და ლოიალობის განცდას თავიანთ მომხრეებს შორის, რაც კიდევ უფრო ამყარებს მათ ძალაუფლებას. რას ფიქრობენ ამაზე ლაზარეს მასწავლებლები, მისი მეგობრები და როგორ უნდა შევეგუოთ უსამართლობის მასშტაბს, როცა ცხადი და თავხედური დანაშაულების ჩამდენი ათეულობით ხელისუფლების კლიენტი სამშვიდობოზე დასეირნობს. ერთი ლაზარე - ყველა სამიზნეში/ დროების სიუჟეტი.


close დახურვა