პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტს განიხილავს. ამ ეტაპზე დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. პროექტი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარკველაძემ წარადგინა, შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავა.
სარჯველაძის თქმით, ამნისტიის კანონი არ შეეხება მძიმე დანაშაულებს და ითვალისწინებს იმათ გათავისუფლებას, ვინც საზოგადოებისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. ამნისტია ეხება 44 მუხლს, მათ შორის ნარკოდანაშაულებს, ქურდობას, ფალსიფიკაციას და სხეულის დაზიანების ზოგიერთ მუხლს.
ამნისტია არ ეხება ოჯახში ძალადობას და ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობას.
ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონპროექტი ასევე არ შეეხება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს.