logo
ENG



ერთპარტიულმა პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთხმად დაამტკიცა

29 დეკ 202017:54
3 წუთის საკითხავი
 
ერთპარტიულმა პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთხმად დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, 2021 წლის ბიუჯეტი ერთპარტიულად დაამტკიცა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ. 

2021 წლის ბიუჯეტის 2021 წელს შემოსულობები 16,758,110.0 ლარი იქნება, მთლიანი ხარჯებით - რეკორდული - 18.4 მილიარდი ლარი. ბიუჯეტის ზრდის მთავარი ფაქტორი ახალი საგარეო ვალებია. ჯამში ქვეყნის საგარეო ვალი მშპ-ის 60%-ს გადააჭარბებს. 

ბიუჯეტი ეკონომიკის 4,3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

2021 წლის ბიუჯეტით, იზრდება სამთავრობო აპარატის სახელფასო ფონდი და გახდება 1,61 მილიარდი ლარი. 

  • ყველაზე დიდი დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს ექნება - 5.56 მილიარდი ლარი. 2020 წელთან შედარებით ის 48 მილიონით გაიზარდა. 
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - დაფინანსება იზრდება 551 მილიონი ლარით და გახდება 2.42 მილიარდი ლარი, 
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელთან შედარებით გაიზრდება 264.5 მილიონი ლარით და იქნება 1.8 მილიარდი ლარი;
  • სამინისტროში კულტურის ბიუჯეტი იქნება 69.5 მილიონი ლარი; სპორტი 122 მილიონი ლარით დაფინანსდება. 
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 13 მილიონით შემცირდება და იქნება 463.6 მილიონი ლარი.  
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 352 მილიონი ლარით მცირდება და 469.8 მილიონი ლარით განისაზღვრება.
  • ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება 8 მილიონი ლარით და გახდება 88,9 მილიონი ლარი. 
  • იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება გაიზრდება 22 მილიონი ლარით და გახდება 246,5 მილიონი. 
  • საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 18,2 მილიონი ლარით მეტი - 174.2 მლნ ლარი. 
  • თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება 95 მილიონი ლარით და გახდება 900.0 მლნ ლარი. 
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება 30 მილიონი ლარით და გახდება 790.0 მლნ ლარი. 
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი გაიზრდება 1 მილიონი ლარით და გახდება 137.5 მლნ ლარი. 
  • საქართველოს პროკურატურის ბიუჯეტი გაიზრდება 0,1 მილიონი ლარით და გახდება 41.4 მლნ ლარი. 
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო დაფინანსება 2021 წელს 0.5 მილიონი ლარით იზრდება და 69.2 მილიონი ლარი გახდება;
  • ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით უმცირდება და იქნება 70.5 მილიონი ლარი.

2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 20 ლარით გაიზრდება და 240 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრების პენსია 25 ლარით გაიზრდება და 275 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 370 მლნ ლარით ზრდას იწვევს; 

მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილია 800,000.0 ლარი. 2020 წელს ეს თანხა 802,136.0 იყო. 


close დახურვა