logo
ENG



ერმაკი: აშშ და უკრაინა იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას შეიმუშავებენ

30 სექ 202311:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/30/n8oeg9ma8rtoul1.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, აშშ და უკრაინა იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას შეიმუშავებენ.

"არსებობს ძალიან ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებაც ძალიან, ძალიან მალე დაიწყება. ვფიქრობ, ძალიან მალე ჩვენთან ჩამოვლენ სპეციალისტები, რომლებიც საკუთარი იარაღის წარმოებისთვის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებენ.

უკრაინაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა იქნება, უკრაინაში იარაღის წარმოების ერთობლივი გეგმების შემუშავების მიზნით", - ამბობს ერმაკი.

25 სექტემბერს გამოცემა Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ უკრაინას ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად 522 მილიონ დოლარს გამოუყოფს. 

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-სგან არტილერია, ჭურვები, HIMARS-ის საბრძოლო მასალები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები, დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, ტაქტიკური მანქანები და კიდევ რამდენიმე ტიპის იარაღი მიიღო.


close დახურვა