logo
ENG



ერმაკი: რუსეთი წესებზე დაფუძნებულ სამყაროს ანადგურებს

24 ოქტ 202213:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/24/kzvx6fdbfyt2rw8.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთი წესებზე დაფუძნებულ სამყაროს ანადგურებს.

"სინამდვილეში, ეს არის არა უკრაინა, არამედ რუსეთი, რომლითაც მსოფლიო დაიღალა. აგრესორი სახელმწიფო მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებს ესვრის. ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც მილიონობით ადამიანს მძევლად იყვანს. შანტაჟისტი სახელმწიფო, რომელიც პლანეტას ემუქრება. რუსეთი წესებზე დაფუძნებულ სამყაროს ანადგურებს," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

ერმაკის თქმით, ეს ომი ამტკიცებს, რომ მტერი უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის გამო უკან იხევს, ხოლო მისი ეკონომიკა სისტემური სანქციების წყალობით ნადგურდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ საჭიროა უფრო მეტი სანქცია და უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა