უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ერმაკის განცხადებით, იმისათვის, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარები გაიყვანოს, საჭიროა უფრო მეტი სანქცია და უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება.
"დიდმა შვიდეულმა მოუწოდა რუსეთს ზაპოროჟიეს ატომმურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუბრუნოს და იქიდან თავისი ჯარები და პერსონალი გაყვანოს. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოქვაბულში მცხოვრებ ადამიანებს (ტყიურებს) მხოლოდ ძალის ენა ესმით. ეს ომი ამტკიცებს, რომ მტერი უკრაინის შეირაღებული ძალების ზეწოლის გამო, უკან იხევს, ხოლო მისი ეკონომიკა სისტემური სანქციების წყალობით ნადგურდება. საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა მტერი კოლექტიურად დავასრულოთ, რადგან ტერორისტებთან სხვანაირად არ გამოდის", - ამბობს ანდრეი ერმაკი.