logo
ENG



ერმაკი: უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა, ხალხს სჯერა ჩვენი გამარჯვების

07 აპრ 202413:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/07/uep8mjct23iq75d.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა. ამის შესახებ მან გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"რუსები არ არიან დაინტერესებული მოლაპარაკებებით. მათ სურთ უკრაინის კაპიტულაცია, მაგრამ ეს არასდროს მოხდება. ზელენსკი არასოდეს დათანხმდება არაფერზე, არც მინსკის შეთანხმებებზე, არც გაყინულ კონფლიქტზე. არა, ამაში დარწმუნებული ვარ.

ხალხს შეუძლია თქვას, რომ დაღლილები არიან, მაგრამ თუ ჰკითხავთ, სურთ თუ არა რუსეთთან კომპრომისზე წასვლა, უარს იტყვიან. ხალხს სჯერა ჩვენი გამარჯვების", - აღნიშნა მან.

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხს მას შემდეგ განიხილავენ, რაც უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანენ.

გუშინ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ერთ დღეს უკრაინას მოუწევს გადაწყვიტოს, რუსეთთან ომში რომელი კომპრომისის მისაღებად იქნება მზად.


close დახურვა