უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსული ტყვეობიდან კიდევ 45 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს.
"მორიგი გაცვლა მოხდა - უკრაინის შეირაღებული ძალების 45 მებრძოლი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში ჩვენს სახელმწიფოს იცავდნენ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
17 ოქტომბერს, ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა. მათ შორის აზოვსტალის მცველები, ოფიცრები და სერჟანტები. ერმაკის ცნობითვე, გათავისუფლებულებს შორის იყვნენ ქალები, რომლებიც რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე აიყვანეს ტყვედ.
უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსი ოკუპანტების ტყვეობაში ამ დრომდე, 2000-ზე მეტი უკრაინელი რჩება. როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, რუსებმა ტყვეების ბოლო რამდენიმე გაცვლის დროს უკრაინულ მხარეს სამოქალაქო პირები არ გადასცეს.