საქართველოს ეროვნულ ლიგას "დინამო თბილისის" სახით ახალი ლიდერი ჰყავს. თბილისურ დერბიში „დინამო თბილისი“ ამ ტურამდე ლიდერ "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.
მატჩის 61-ე წუთზე დავით კობოურის შორეული დარტყმის შემდეგ მეკარე შეცდა, ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და „დინამო" დაწინაურდა. გოლმა მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოკვეთა, რასაც თორნიკე კაპანაძის პენალტი და ლოკომოტივის მცველის ავტოგოლი მოჰყვა. „დინამომ“ საბოლოო წერტილი მატჩის 91-ე წუთზე, ბრაზილიელი ლეგიონერის გოლით დასვა.