![xcv539l1568ktle.jpg](/uploads_script3/news/xcv539l1568ktle.jpg)
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ხვალ აუქციონზე 40 მილიონ დოლარს გაყიდის.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 1 დოლარის ღირებულება 3 ლარს გადასცდა.