logo
ENG



ეროვნული გვარდიის მეთაური: კატასტროფულად გვაკლია საარტილერიო იარაღი

09 ივნ 202213:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/09/ekl9omjpdfwkrut.png

ეროვნული გვარდიის მეთაურის, პეტრო კუზიკის თქმით, უკრაინულ ძალებს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის კონტროლისთვის იბრძვიან, კატასტროფულად აკლიათ საარტილერიო იარაღი.

"პრობლემა ის არის, რომ კატასტროფულად გვაკლია საარტილერიო იარაღი," - განაცხადა ეროვნული გვარდიის მეთაურმა.

ბოლო ცნობების მიხედვით, როგორც ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ თქვა, სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს ახლა რუსები აკონტროლებენ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად მილიონობით ადამიანი იქცა.


close დახურვა