ამ ლოზუნგით და 22-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით, ხადის ხეობაში აქცია უკვე მეორედ გაიმართა. ადგილობრივების განცხადებით, ქვეშეთი-კობის სატრანზიტო გზის მშენებლობა ეკოლოგიური კატასტროფისა და კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების რისკებს ზრდის.
გარდა ეკოლოგიური კატასტროფისა, მოსახლეობისთვის გაურკვეველია, რატომ უნდა დაიხარჯოს 583 მილიონი რუსეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის.
ადგილობრივები ხელისუფლებისგან ალტერნატიული გზის მშენებლობას ითხოვენ. რა პასუხი აქვს ხელისუფლებას, ეს ჯერჯერობით უცნობია. „ფორმულას“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები განმარტებას არ აკეთებენ.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის დაწყებას წლის ბოლოსთვის იგეგმება. იმ შემთხვევაში, თუ ამ დრომდე ხადის ხეობაში მცხოვრებთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართავენ.