logo
ENG



ეს მკრეხელობაა და არასწორია - მეუფე პეტრე საპატრიარქოს იურისტს პასუხობს

01 ნოე 201913:17
3 წუთის საკითხავი
 
l5gd3y0psphawyy.jpg

ეს მკრეხელობაა და არასწორია - ასე პასუხობს ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს იურისტის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ კომენტარს, სადაც ედიშერ ქარჩავამ ის მოქალაქე პაატა ცაავად მოიხსენია. როგორც ცაავა განმარტავს, მას მღვდელმოქმედება შეუჩერდა, თუმცა მეუფის სტატუსი რჩება და უნდა მოიხსენიებდნენ, როგორც მეუფეს.

"ვაპირებ მოღვაწეობას ერისა და ბერის საკეთილდღეოდ და სულის საცხონებლად. მე მაქვს მღვდელთმთარის ხარისხი შეჩერებული, მაგრამ ეს არის მზაკვრობა მათი მხრიდან ჩვეულებრივი და გულის ტკენა. ისევ კგბ-ს მეთოდებით აგრძელებენ, საბჭოთა მეთოდებით ბრძოლას ბინძურად სიმართლის წინააღმდეგ. სანამ მომავალი სინოდი არ მიიღება გადაწყვეტილებას ჩემს განკვეთაზე ერისკაცამდე მანამდე ვრჩები შეჩერებული ხარისხით," - განაცხადა პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, რომ მღვდელმსახურება უკვე ყოფილ მიტროპოლიტს გუშინ, სინოდის სხდომაზე შეუჩერეს, რის შემდეგაც მან ილია მეორეზე სკანდალური და მწვავე განცხადებები გააკეთა.  


close დახურვა