logo
ENG



ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება - ილია II კორონავირუსზე

02 თებ 202014:05
3 წუთის საკითხავი
 
9ag2yfjvcuz4nyd.jpg

კორონავირუსის საკითხს საკვირაო ქადაგებაში გამოეხმაურა დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიისას ილია მეორემ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი რწმენის განმტკიცებისთვის ხდება. 

პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, თავიანთ კარ-მიდამოს და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ.

„ბევრი ადამიანი შეშინებულია ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა სიკვდილის ვირუსი. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება და ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთევა, რომ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს და ღმერთი იქნები თქვენი მფარველი“, - განაცხადა პატრიარქმა ქადაგების დასრულების შემდეგ.


close დახურვა