logo
ENG



ესპანეთი კორონავირუსის მსხვერპლის რაოდენობით მეორე ქვეყანა გახდა

25 მარ 202017:08
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში ესპანეთი კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით მეორე ქვეყანა გახდა. მხოლოდ ერთ დღეში კოვიდ 19-ით 738 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 434-მდე გაიზარდა.

წინა დღესთან შედარებით მომატებულია დაინფიცირების შემთხვევები გერმანიაშიც. მხოლოდ ერთ დღეში 4100 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მსხვერპლი  149-მდე გაიზარდა.

1000-ს გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობამ საფრანგეთშიც. კლინიკებში პაციენტებისთვის ადგილები არ ჰყოფნით. ამიტომ ავადმყოფთა ნაწილი მკურნალობის გასაგრძელებლად გერმანიასა და შვეიცარიაში გადაჰყავთ.

იტალიაში  დაინფიცირების შემთხვევები მზარდი აღარ არის. თუმცა მსოფლიოში ის პირველ ადგილზეა კორონავირუსის 70 ათასი შემთხვევით და  7 ათასი დაღუპულით.  იტალიის ხელისუფლებამ საკარანტინო წესების დამრღვევებისთვის სასჯელი გაამკაცრა და ფულადი ჯარიმაც 3 ათას ევრომდე გაზარდა. 


close დახურვა