logo
ENG



ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

11 ნოე 201908:59
3 წუთის საკითხავი
 
2ge32sylqruxbba.png

ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. სოციალისტებმა საკანონმდებლო ორგანოში ხმების უმრავლესობის მოპოვება კვლავ ვერ შეძლეს. სანჩესის პოლიტიკურ გაერთიანებას 350-ადგილიან პარლამენტში 120 ადგილი ერგო წილად, უმრავლესობის მოსაპოვებლად კი 175 მანდატი იყო საჭირო. მეორე ადგილზე გავიდა მემარჯვენე „სახალხო პარტია". მესამე ადგილი კი მემარჯვენე „ვოქსმა" დაიკავა. ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები აპრილში სოციალისტური პარტიის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა პედრო სანჩესის პარტიამ მაშინ დამოუკიდებელი მმართველობისთვის საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა. კრახით დასრულდა კოალიციის ჩამოსაყალიბებლად ივლისში გამართული მოლაპარაკებებიც. 


close დახურვა