logo
ENG



ესპანეთის პრემიერის თქმით, რუსეთი NATO-ს სტრატეგიული პარტნიორიდან მთავარ საფრთხედ გადაიქცა

29 ივნ 202212:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/29/ps8t56yx1f76j3s.jpg

ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, რუსეთი NATO-ს სტრატეგიული პარტნიორიდან მთავარ საფრთხედ გადაიქცა.

"თუ 2010 წელს გადავხედავთ, ნატოს ბოლო ათწლეულის სტრატეგიული კონცეფცია ლისაბონში დამტკიცდა. მან რუსეთს სტრატეგიული პარტნიორი უწოდა. ახლა პირიქით, მადრიდის სტრატეგიული კონცეფცია რუსეთს უწოდებს მთავარ საფრთხედ მოკავშირეებისთვის," - თქვა ესპანეთის პრემიერმა.

აპრილში სანჩესი კიევში, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად იყო ჩასული. უკრაინის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ ესპანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს ესპანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ვალდებულება.


close დახურვა