logo
ENG



ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი კიევში ჩავიდა

02 ნოე 202212:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/02/u4nmi0qc7dtl8yi.png

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი კიევში ჩავიდა, რათა უკრაინას სასწრაფო დახმარების 30 მანქანა გადასცეს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა CNN-ს განუცხადა, რომ უკრაინისთვის გადაცემული სასწრაფო დახმარების მანქანები ორსული ქალებისთვის დახმარებისთვის საჭირო საშუალებებით არის აღჭურვილი. 

ალბარესი ეწვევა რუსეთის ბოლოდროინდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზარალებულ რაიონებს და ომში დაღუპულ უკრაინელებს პატივს მიაგებს, ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. იგი ასევე შეხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას და პრემიერ მინისტრს დენის შმიჰალს.

 


close დახურვა