ესპანეთში მასშატბური სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების 89 წევრი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილებს მიგრანტები ჩრდილოეთ აფრიკიდან ესპანეთის ტერიტორიაზე უკანონო გზებით გადაჰყავდათ, რაშიც თითოეული მათგანისგან 5 ათას ევროს იღებდნენ.
დაკავებულები ასევე ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობდნენ.გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 10 ტონა ჰაშიში და 250 ათასი ევრო ამოიღეს.