logo
ENG



ესტონეთი საქართველოს ჰუმანიტარულ ტვირთს უგზავნის

16 მაი 202019:36
3 წუთის საკითხავი
 
0ardmpt9192g1iz.jpg

ესტონეთი საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის - განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქზე ავრცელებს.

დახმარებას საქართველოსთან ერთად უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო მიიღებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტვირთის პირველი ნაწილი გუშინ, 15 მაისს გამოიგზავნა.

„ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს სადეზინფექციო ხსნარებს, საბნებს ლეიბებსა და თეთრეულს, რომელიც ესტონური კომპანიების მიერაა დამზადებული. ჰუმანიტარული სახის პრობლემები პანდემიის პირობებში გამოწვევაა ტრანსპორტირების პრობლემისა და მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო. ტვირთის ნაწილი ქვეყნებში გუშინ დაიგზავნა", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა