ესტონეთის ელჩი უკრაინაში, კაიმო კუუსკიმ განაცხადა, რომ ესტონეთი უკრაინას 155 მმ-იან ჰაუბიცებს გადასცემს.
"ჩვენ უკრაინას 155 მმ-იან ჰაუბიცებს გადავცემთ. და ჩვენ გვინდა ამ გზით შევქმნათ პრეცედენტი, რათა სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ საბაბი, თუ რატომ არ შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ საჭირო იარაღი ომის მოსაგებად", - თქვა ესტონეთის ელჩმა უკრაინაში.
19 იანვარს, ესტონეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურის წინადადებას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტი გადაეცათ, რომელიც მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ასევე ჭურვებს. სამხედრო დახმარების პაკეტის ღირებულება 113 მილიონი ევროა.
21 იანვარს, ესტონეთმა ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად მოუწოდა გერმანიას, უკრაინისთვის Leopard 2-ის საბრძოლო ტანკები მიეწოდებინათ.