logo
ENG



ესტონეთის რიიგიკოგუმ უკრაინაში რუსეთის აგრესია გენოციდად აღიარა

21 აპრ 202220:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/9m0990vhpgik4am.jpg

ესტონეთის რიიგიკოგუმ [პარლამენტმა] უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესია და სამხედრო დანაშაული გენოციდად აღიარა. გენოციდის აღიარებას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა.

რიიგიკოგუში აცხადებენ, რომ რუსული შეიარაღებული ძალების და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელების ქმედებები გენოციდად სხვა ქვეყნების პარლამენტების მიერაც უნდა იყოს აღიარებული.

ესტონელი დეპუტატები კოლეგებს ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდებენ. ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაამკაცრონ, ასევე შეწყვიტონ ენერგოსისტემებით ვაჭრობა რუსეთთან, გაზარდონ სამხედრო და კრიტიკული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებებებს გენოციდი ოფიციალურად უკვე ორმა ქვეყანამ უწოდა. ესტონეთის გარდა, ასეთი გადაწყვეტილება ლატვიის სეიმმა მიიღო


close დახურვა