logo
ENG



ესტონეთის საგარეო: მკაცრად ვგმობთ საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას

07 ნოე 202314:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/07/kt7vlw774xstzdz.jpg

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"მკაცრად ვგმობთ საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ფატალურ შემთხვევას, საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია. თანავუგრძნობთ დაღუპულის ოჯახს!", - ნათქვამია განცხადებაში.

***

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა