ესტონეთის მთავრობამ სანქციები Yandex.Taxi-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, რომლებიც კომპანიას ქვეყანაში ოპერირებას უკრძალავს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განმარტა, რომ დამატებითი სანქციების დაწესება აუცილებელია ესტონეთის უსაფრთხოების დასაცავად.
"Yandex-ის აკრძალვა არის მკაფიო სიგნალი, რომ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლობენ რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან, ადგილი არ აქვთ ესტონეთში. ასევე, ჩვენ შევთავაზეთ ევროკავშირს სანქციების დაწესება Yandex-ის წინააღმდეგ."- განაცხადა კალასმა.
My government decided to prohibit #Yandex from offering taxi services in #Estonia.
Companies cooperating with #Russian special services have no place in Estonia and Europe. We have also proposed that the EU impose a sanction on Yandex.https://t.co/YbBOzK7gwv
სანქციების დაწესების მნიშვნელოვანი მიზეზი რუსეთის ბოლო გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც Yandex-მა შეგროვებული პერსონალური მონაცემები რუსულ სპეცსამსახურებს უნდა გადასცეს.
ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა, ანდრეს სუტმა განაცხადა, რომ:
„სანქციების მიზანია ესტონელი მომხმარებლების მონაცემების შეგროვებისა და რუსული სპეცსამსახურების მიერ მათი გამოყენების თავიდან აცილება. Yandex-ის პროგრამის გამოსაყენებლად აუცილებელია დიდი რაოდენობით პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უზრუნველყოფა, რომლებიც რუსეთში კომპანიის სერვერებზე მუშავდება და შეიძლება ესტონეთისა და ევროპის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობაში იყოს გამოყენებული. ეს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ესტონეთის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს."- ამბობს სუტი.
სანქციების შედეგად ტაქსის კომპანიებსა და მძღოლებს ეკრძალებათ Yandex ტაქსის აპლიკაციის საშუალებით გადაადგილება და შეკვეთების შესრულება.
სანქციების მიხედვით, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებმა ასევე უნდა შეზღუდონ წვდომა ტაქსებთან დაკავშირებულ ვებსაიტებზე, Yandex Go და Yandex Pro-ზე. ასევე, აპლიკაციებმა Google Play და App Store უნდა შეზღუდონ Yandex.Taxi-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა და შეწყვიტონ მათი განახლებების შეთავაზება.