logo
ENG



ეტყობა ნერვიულობს - წულუკიანი და ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

06 თებ 202014:47
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ევროპული საქართველოს" ლიდერს გიგა ბოკერიას დაუპირისპირდა. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ოპოზიციონერი დეპუტატი მუქარაში დაადანაშაულა. 

წულუკიანის მტკიცებით, დეპუტატი დახურულ შეხვედრაზე მას თითის ქნევით ელაპარაკებოდა და ეუბნებოდა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციის დათმობაზე არ წავა, ისინი "ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ". 

"რასაც ბატონი ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკებების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამას ქვა ქვაზე არ დარჩება, და ოდირში გავაგზავნით პროექტს. მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ კანონპროექტის კონსტიტუციურობას, რაზეც დაიწყო ქირქილი. დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბოკერიას რომ არ შეამოწმებს კონსტიტუციურობას. სამარცხვინოა, რომ ოდირს მოუწია საქართველოსთვის იმის შეხსენება რომ ის სუვერენული სახელმწიფოა“, - თქვა წულუკიანმა.

მინისტრის ამ ბრალდებას თავად ბოკერიამ უკვე უპასუხა და აღნიშნა, რომ წულუკიანი არის სტრესში და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს.

"დაანებონ თავი ქვეყნის დაზიანებას და საზოგადოებასთან დაპირისპირებას, ასევე თავის პოლიტიკურ დაღუპვას. წაიღონ უკან შეურაცხყოფა და შეასრულონ დაპირებები. ეს იყო პოლიტიკური გზავნილი. რა დახურულ შეხვედრაზეა საუბარი?! ის ალბათ გულისხმობს მოლაპარაკებებს დიპლომატებთან. საიდუმლოდ რომ დავემუქრე მას ამერიკის, ევროკავშირის და გერმანიის ელჩის თანდასწრებით. ეტყობა ნერვიულობს და პრინციპში უნდა ინერვიულონ. მაგრამ ნერვიულობას ჯობს, დროზე მოეგონ გონს და არა ეს ბრიყვული განცხადებები აკეთონ", - განაცხადა ბოკერიამ. 

 


close დახურვა