logo
ENG



ეუთო და ვენეციის კომისია: შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი ინიციატივა საარჩევნო კანონმდებლობაში

01 მაი 202114:08
3 წუთის საკითხავი
clock 1652

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო სისტემის რეფორმის და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს. 

დასკვნაში აღნიშნულია ის პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კანონპროექტშია ასახული და ეხება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, არჩევნების შედეგების დადგენის და საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესებს. 

თუმცა, ასევე ნათქვამია, რომ მათ შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება. მაგალითად, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. 

​ერთობლლივ მოსაზრებაში ვკითხულობთ: 

უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება უნდა ემყარებოდეს მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტს:

1) მკაფიო და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს.

2) კანონმდებლობა მიღებულია ფართო კონსენსუსის საფუძველზე, ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შემდეგ;

3) ამგვარი კანონმდებლობის სრულყოფილად განხორციელების პოლიტიკური ვალდებულება.

კერძოდ, ODIHR და ვენეციის კომისია ხაზს უსვამენ, რომ ამგვარი ცვლილებების მომზადების ღია და გამჭვირვალე პროცესი ზრდის ნდობას და რწმენას მიღებული კანონმდებლობისა და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას, ღნიშნავენ, რომ ეს არის საზოგადოების ნდობის წინაპირობა საარჩევნო პროცესის მიმართ და მიუთითებენ, რომ მომდევნო არჩევნებამდე უნდა შეიცვალოს ფუნდამენტური ელემენტები. 

დასკვნის მიხედვით, საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებიხ ხშირად შეტანა საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის მთლიანობის შელახვას და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას.

ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკურ ცვლილებასთან დაკავშირებით მათ მიერ ადრე წარმოდგენილი ზოგიერთი შენიშვნა ასახულია, მრავალი ფუნადმენტური საკითხი მაინც საჭიროებს სრულყოფას და სისტემურ რეფორმას. 

ვენეციის კომისია და ეუთი/ოდირი მიუთითებენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი არ ემყარება კანონმდებლობის ყოვლისმომცველ გადახედვას და მიზნად ისახავს იმ პოლიტიკური წუხილების მოგვარებას, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ წარმოიქმნა. 

ამჟამინდელი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა არ ემყარება კანონმდებლობის ყოვლისმომცველ გადახედვას, არამედ ის მიზნად ისახავს პოლიტიკური ჩიხის დაძლევას და პოლიტიკური შეშფოთების მოგვარებას, რომელიც წარმოიშვა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს, 2020 წლის 31 ოქტომბერს.

საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების მიზნით ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია: 

1. განიხილონ კვალიფიციური (მაგალითად, ორი მესამედი) საპარლამენტო ხმათა უმრავლესობის შემოღება ან ორმაგი უმრავლესობის მოთხოვნა (მოითხოვს როგორც მმართველ პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების ასარჩევად, საბოლოო ანტიჩიხური მექანიზმით. მოთხოვნილ იქნას უფრო მაღალი მანდატი ცესკო-ს უპარტიო წევრებისთვის და უზრუნველყოს მრავალფეროვანი წევრობა შესარჩევ კომისიაში, რომელიც ატარებს გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებულ ნომინაციის პროცესს;

2. მოიხსნას კონკრეტული შეზღუდვები პარტიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლებაზე მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ბ და გ ქვეპუნქტების შესაბამისად, ანუ პირობები, რომლითაც პარტიას სახელმწიფო დაფინანსების უფლება აქვს და რომლითაც პარტიის მინიმუმ ერთ-ერთი წევრი ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას, რაც გამორიცხავს, რომ პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადონ პარლამენტს;

3. შემდგომი ცვლილებების შეტანა დებულებების პროექტში საოლქო საარჩევნო კომისიებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს არაპარტიული წევრების გამჭვირვალე, ჭეშმარიტად დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნის პროცესი, ისევე როგორც პარტიების უფლება, დანიშნონ წევრი საარჩევნო კომისიაში, სადაც ეს შესაძლებელია, პირობების გარეშე, რომ პარტიას აქვს სახელმწიფო დაფინანსების უფლება და რომ პარტიის მინიმუმ ერთი წევრი "რეალურად ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას", მეორე პუნქტის რეკომენდაციების შესაბამისად;

4. მკაფიოდ განისაზღვროს კანონში, თუ რა საფუძველი აქვს პარტიის მიერ დასახელებული კომისიის წევრების მოხსნას.

5. არჩევნების დღეს აიკრძალოს როგორც პარტიული წარმომადგენლების ყოფნა, ისე საარჩევნო კამპანიის საქმიანობა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე;

6. მიღებულ იქნას სრულყოფილი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს გადათვლისა და ანულირების გამჭვირვალედ, სამართლიანად და ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, დათვლასა და შედეგების დაჯამებასა და არჩევნების შემდგომი დავების მართვაში;

7. ხელი შეეწყოს სასამართლო დავების დროულად განხილვას სასამართლოში საჩივრების ელექტრონულად წარდგენის საშუალებით, დადგენილი ვადაში შუაღამემდე წარდგენისა და დისტანციური მოსმენის შესაძლებლობით;

8. სააპელაციო საჩივრის წარდგენისა და განსჯის ვადების შემდგომი გახანგრძლივებისა და იმის უზრუნველყოფა, რომ ტექნიკური ფორმალობები ხელს არ შეუშლის საჩივრების სათანადო განხილვას;

9. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში იყოს ამომრჩევლის თანაბარი ან მსგავსი რაოდენობა. 

10. შეიქმნას დეტალური და ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩო ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებისთვის. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, შეზღუდული დროის ფონზე, შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროექტი. 


close დახურვა