logo
ENG



ექიმების ღირსების პროტესტი - დროება

05 ივნ 202220:31
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიის პირველ თვეებში ექიმებს რომ დამსახურებულად ტაში დავუკარით ხომ გახსოვთ, ჰოდა ახლა ეს ექიმები ქუჩაში საპროტესტო აქციაზე დგანან და ღირსებულ ხელფასს ითხოვენ. შესაძლოა ამ დღეებში თვალი მოკარით საინფორმაციო გამოშვებებში სასწრაფო დახმარების ექიმების პროტესტს, თუმცა ცხოვრებით გადაღლილებმა ბოლომდე გულთან ვერ მიიტანეთ მათი გასაჭირი. მაგრამ ისინი პირველები არიან ვინც მცირე ტემპერატურაზე, წამოხველებაზე, წნევაზე და თავის ტკივილზე გახსენდებათ. ბრაზობთ როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა იგვიანებს, ხშირად ექიმებს ვეჩხუბებით კიდევაც, მაგრამ იცოდეთ რომ 10-იდან 9 შემთხვევაში მათი დაგვიანების მიზეზი, თბილისური საცობების გარდა, გაუმართავი სისტემა და გაუმართავი ავტოპარკია. არადა ხშირად სწორედ მათზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა - სწორედ ისინი მიდიან ავტოავარიის, ხანძრის, უბედური შემთხვევის ადგილას პირველები - სწორედ მათზეა დამოკიდებული ადამიანის კლინიკაში დროულად გადაყვანა და გადარჩენის შანსის შენარჩუნება. ისინი კი ამ დროს დაუფასებლები - ხელისუფლების და საზოგადოების სათანადო ყურადღების მიღმა არიან დარჩენილები. დროებამ ეს კვირა, ქუჩაში, ღირსების პროტესტზე გასულ ადამიანებთან ერთად გაატარა.


close დახურვა