ექიმის თქმით, TV პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს მსუბუქი ტვინის შერყევა დაუდგინდათ.
როგორც ექიმმა აღნიშნა, აქციიდან მათ კლინიკაში სულ 10 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაც კვლევები ჩაუტარდათ.
"მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი თავის ტვინის შერყევა აქვთ.ვნახოთ, დანარჩენი კვლევები. მოგახსენებთ მოგვიანებით"- თქვა ექიმმა.
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს ტიტუშკები თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა წაართვეს. ჩიხლაძის თქმით, ამ ყველაფერს პატრული ხედავდა, თუმცა რეაგირება არ ჰქონია.