logo
ENG



ექიმის თქმით, პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა სტაბილურია

05 ივლ 202409:23
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმის თქმით, შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ამ ეტაპზე მდგომარეობა ნორმალურია. ჩვენთან შემოსვლისთანავე დაიწყო კვლევები. ამ ეტაპისთვის მინდა გითხრათ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჩატარებული კვლევებით ტრავმული ცვლილებები არც ერთ სისტემაში არ ვლინდება. პაციენტი გონზეა, კონტაქტურია, ადეკვატურია, ორიენტირებულია, ჩვენთან რჩება ემერჯენსის განყოფილებაში შემდგომი დაკვირვების მიზნით. აქვს გარეგანი დაზიანებები, სისხლნაჟღენთები და ექსკორიაციები"- აცხადებს ექიმი.

4 ივლისს ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა