logo
ENG



ექსპერტი: აღმოჩნდა, რომ პიკურ პერიოდში უიარაღოდ, სწრაფი დიაგნოსტიკის გარეშე შევდივართ

30 მარ 202011:24
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები შექმნილ ვითარებაში კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტების აუცილებლობაზე საუბრობენ. სერგო ჩიხრაძისთვის უცნობია, თუ რატომ ითანამშრომლა ხელისუფლებამ პირველ ჯერზე კომპანიასთან, რომელსაც ესპანეთთან ცუდი გამოცდილება ჰქონდა.

სპეციალისტების თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შექმნიდან 2 თვე, სრულად იყო საკმარისი ამ პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ ვირუსის გავრცელების პიკურ ეტაპს სახელმწიფო სწრაფი ტესტებისა გარეშე ხვდება. 

„მთავრობას ალბათ უნდა მოეხდინა დივერსიფიცირება სხვადასხვა შემომტანისგან და ამით რისკების მინიმიზაციას მოახდენდა. ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენ შევდივართ პიკურ პერიოდში აბსოლუტურად უიარაღოდ, სწრაფი დიაგნოსტიკის გარეშე. შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენოს ამ ყველაფერმა ჩვენ, რადგან მთავარი იარაღი, გარდა ეპიდემოლოგიური ღონისძიებების, კარანტინის და თვითიზოლაციის, ეს არის სწრაფი დიაგნოსტიკა“, - განახა განაცხადა სერგო ჩიხრაძემ.

კიდევ ერთი ექსპერტი ვატო წერეთელი სწრაფი ტესტების ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას.

„ტესტი თუ არ არის ხარისხიანი, შეიძლება აჩვენო ცრუ უარყოფით შედეგი, ანუ ადამიანს ჰქონდეს კორონავირუსი და ტესტმა უხარისხო ტესტმა აჩვენოს, რომ არ აქვს. ტესტები გამოყენება უნდა იყოს სახელმწიფო დაქვემდებარებაში თავიდან ბოლომდე და მათ უნდა გადაწყვიტონ, ვის გაუკეთონ, როდის და რატომ. უნდა გამკაცრდეს ყველანაირი ზომები და მოხდეს უფრო ძლიერი კონტროლი“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.


close დახურვა