ექიმების ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დაკვირვებისას, კლინიკური ნიშნებზე დაყრდნობით აქამდეც ეჭვობდნენ, რომ მესამე პრეზიდენტი მოწამლეს, თუმცა ერთ-ერთი ბოლო კვლევის დეტალების გასაჯაროებამ და ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენამ მიზანმიმართული ინტოქსიკაციის ვერსია გაამყარა. თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილს განადგურებით მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი პუტინი რამდენჯერმე დაემუქრა, ევროსაბჭომ კი რეზოლუციის ტექსტით მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად უწოდა პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმარი, მოწამვლის შესახებ ვერსია საფრთხის რეალურობის შესაფასებლად ანგარიშგასაწევი მოცემულობა ხდება. საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, კითხვები კი კვალიფიციურ პასუხებს. დროება - მესამე პრეზიდენტის მოწამვლის ვერსიაზე, პუტინის პირადი მოწინააღმდეგეების რეესტრსა და მეთოდებზე, რომლებსაც მისი სპეცსამსახურები აქამდე აქტიურად იყენებენ.
ეჭვები მოწამვლაზე - დროება
20 ნოე 202220:14
3 წუთის საკითხავი