ვაგზლის მეორადი ტანსაცმლის ბაზრობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
ფორმულას ინფორმაციით, ბაზრობაზე კიდევ რამდენიმე ადამიანს მაღალი ტემპერატურა აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს ბაზრობის ადმინისტრაციაში უარყოფენ.
მათივე თქმით, ტერიტორიაზე პერიოდულად ტარდება თერმოსკრინინგი და დეზინფექცია.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 8254 PCR ტესტი.