ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი იყო. ხანძარი ლიკვიდირებულია და ტერიტორია უკვე დატოვეს სამაშველო ჯგუფებმა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.