ვაზისუბანში 62-ე უბანთან თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მელია ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა, რა დროსაც პირი მიეპარა და თავში ჩაარტყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.