ვაზისუბანში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული.
ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთის მდგომაროება მძიმეა. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.
საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება დღეს, 19 დეკემბერს მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.