logo
ENG



ვაკარჩუკი სააკაშვილს: გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად, არ დაკარგოთ იმედი

08 იან 202313:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/08/1c979ca9hn6oi97.jpg

უკრაინული ბენდის Океан Ельзи-ს სოლისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილი გაუგზავნა და მას "ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა" უსურვა.

ვაკარჩუკის წერილი და მისი თარგმანი მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. 

„ძვირფასო მიხეილ,

შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას. ასევე სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ.

მე არ ვამბობ "გამაგრდით”, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან.

ღმერთი გფარავდეთ!

სვიატოსლავ ვაკარჩუკი.“ - წერია წერილში.


close დახურვა