პანდემიით გამოწვეული აკრძალვების და დისტანციის მოხსნის შემდეგაც უცნობია, შეძლებენ თუ არა ბერბუკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვები სკვერში თამაშს. ინფრასტრუქტურა იქ რამდენჯერმე მოინგრა, ახლა კი მდგომარეობას ბავშვებისთვის გამოყოფილ სივრცეში ქვეწარმავლების გამოჩენა ართულებს.
ვანდალიზმის გამო ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ბავშვებს 1 წელია სკვერი აღარ აქვთ. დაჭაობებულ ტერიტორიაზე მოპარულია საქანელები, დაზიანებულია სკამები და ატრაქციონები. ბავშვები დანგრეულ სკვერში მაინც მიდიან, თუმცა ქვეწარმავლების გამოჩენისთანავე ტერიტორიის დატოვება უწევთ.
პარკის რეაბილიტაციაც წითელმა ჯვრის ინიციატივით რამდენიმეჯერ მოხდა. თუმცა მოსახლეობასთან პარკის მოვლაზე დადებული შეთანხმება ბევრჯერ დაირღვა. ყველაფრის მიუხედავად წითელი ჯვრის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მოსახლეობის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით სკვერი კვლავ აღდგება.
ადგილობრივები სკვერის რეაბილიტაციას სხვა ყოფითი პრობლემების გამო ვერ ახერხებენ.
„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ დასახლების რწმუნებული პრობლემით ამ დრომდე უნდა დაინტერესებულიყო.
ბერბუკის დევნილთა დასახლებაში სკვერი რეაბილიტაცია ქურთას მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. გამგებლის თქმით, სკვერის რეაბილიტაციაზე თხოვნით მოსახლეობამ გასულ წელს მიმართა, თუმცა თანხები არ ჰქონდათ და სკვერის მოწყობა წელს გადაწყვიტეს.
ვიდრე ადგილობრივი მთავრობა პრობლემას მოაგვარეს, ბავშვები გაძარცვულ და დაზიანებულ სკვერში მაინც დადიან, რადგან სხვა ალტერნატივა სოფელში არ არსებობს.