logo
ENG



ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა

20 თებ 202010:00
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. მისი ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი სამომავლო საქმიანობაზე თავად ისაუბრებს.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხზე, მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მერაბიშვილის სასარგებლოდ 4000 ევროს გადახდა დააკისრა, თუმცა, იუსტიციის მინისტრის - თეა წულუკიანის თქმით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 15 ათასს ითხოვდა.

 


close დახურვა