logo
ENG



ვანში ქალის სექსუალური შევიწროებისთვის კაცი 300 ლარით დააჯარიმეს

15 ივნ 202014:44
3 წუთის საკითხავი
 
g7e1rxoy6894hzy.jpg
ვანში სექსუალური შევიწროების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ვანის რაიონულ სამმართველოს მიმართა ქალმა, რომელიც მიუთითებდა მეზობლად მცხოვრები მამაკაცის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ.

გამოძიებით დადგინდა, რომ პირმა  სექსუალური შევიწროება განახორციელა. კერძოდ, დაზარალებული ქალის მიმართ გამოიყენა სექსუალური ხასიათის ფრაზები და მის წინაშე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქცევა, რაც ამ უკანასკნელისთვის დამამცირებელი და ღირსების შემლახავი იყო.

უწყებით ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები და დაკავებულს სექსუალური შევიწროების ჩადენის ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

close დახურვა