logo
ENG



ვარკეთილში 19 წლის კაცის მკვლელობისთვის დაკავებულებს პროკურატურა ბრალს დაუმძიმებს

21 ივნ 202422:02
3 წუთის საკითხავი
 
ვარკეთილში 19 წლის კაცის მკვლელობისთვის დაკავებულებს პროკურატურა ბრალს დაუმძიმებს

საქართველოს პროკურატურა იმ 3 ადამიანს, რომლებიც ვარკეთილში 19 წლის კაცის მკვლელობისთვის არიან დაკავებულნი, ბრალს დაუმძიმებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალდება - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, დაუმძიმდებათ და გადაუკვალიფიცირდებათ, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რის შედეგადაც მათ თავისუფლების აღკვეთა 10-დან 14 წლამდე ემუქრებათ.

ვარკეთილში უცნობმა პირებმა 19 წლის კაცს სასტიკად 15 ივნისს სცემეს. ის კლინიკაში გარდაიცვალა.  

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, კაცს უცნობი პირები ფიზიკურად საკუთარ სახლთან გაუსწორდნენ. ნაცემი ახალგაზრდა 5 დღე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


close დახურვა