ვარკეთილის მეტროსთან ლიდერბეთის ტოტალიზატორი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 54 000 ლარი.
შემთხვევა დილით, დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.