logo
ENG



ვარსკვლავი საქართველოს ტატუთი - დროება

24 ივლ 202221:19
3 წუთის საკითხავი
 

სიმაღლე - 193 სანტიმეტრი. წონა - 84 კილოგრამი. ეს რატი ანდრონიკაშვილის მონაცემებია, ახალგაზრდა სპორტსმენის , რომელიც, თუ მანამდე არა, 4 ივლისის საქართველოსა და ესპანეთის კალათბურთის ნაკრებებს შორის შეხვედრიდან აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ. ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე ანდრონიკაშვილი ნამდვილად ბრწყინავდა და ისტორიულ გამარჯვებაშიც უდიდესი როლი შეასრულა. 21 წლის გამთამაშებელი 16 და 18 წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო, ახლა ქვეყნის ღირსებას ეროვნულ ნაკრებში იცავს. ამომავალი ვარსკვლავი, რომლის შესახებაც მეტის გაგება გსურთ, თავისი ცხოვრების შესახებ სწორედ დროებას ესაუბრა.


close დახურვა