logo
ENG



ვარშავაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

19 მარ 202313:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/19/ullu209ul9ow8r1.jpg

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კაცის დაკავება საკასო აპარატებიდან თანხის ქურდობის ბრალდებით მოხდა. მას 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ დროისთვის ის 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

პოლონეთის პოლიციაში ამბობენ, რომ დაკავებული თანხებს იპარავდა როგორც სასურსათო მაღაზიების სალაროებიდან, ისე ბენზინგასამართ სადგურებზე. მის კვალს დანაშაულის ჩადენის ადგილებზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების მეშვეობით მიაკვლიეს.

სამართალდამცველებმა 33 წლის კაცს სულ 6 ბრალდება წარუდგინეს.


close დახურვა