logo
ENG



ვარჰეის თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი დაფინანსდება

12 დეკ 202214:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/12/xpuy385xj7jooyv.jpg

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზების პროექტის დაფინანსებასაც ითვალისწინებს.

როგორც ვარჰეი Twitter-ზე წერს, ეს ხაზები საქართველოს და მთელს სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, ასევე, უზრუნველყოფს მწვანე ენერგიის ექსპორტს ევროპაში - მისი სავარაუდო ინვესტიცია 2,3 მილიარდი ევროა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო პროგრამას, ჯამური ინვესტიცია 17 მილიარდ ევროს შეადგენს და მის ფარგლებში სხვადასხვა სატრანსპორტო პროექტი იგეგმება. მაგალითად, მწვანე სარკინიგზო ხაზებისა და ევროკავშირში სავაჭრო მარშრუტების გაძლიერება. ვარჰეის განცხადებითვე, პროგრამა ასევე მოიცავს ციფრული კავშირების პროექტებს.


close დახურვა