მარნეულის ქუჩებში მოსახლეობის ნაკადი შემცირებულია, ადგილობრივმა ექიმებმა კი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და სავარაუდო ინფიცირებულებზე ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს.
"მე ვარ ოჯახის ექიმი და ჩემს უბანზე ვატარებ პროფილაქტიკურ შემოწმებას. ვრიცხავთ ტემპერატურას და ვაგროვებთ ჩივილების ანალიზსს. უბანზე მდგომარეობა სახარბიელოა, არც ტემპერატურა არ აღინიშნება და არც შესაბამამისი სიმპტომები",-აღნიშნა ლია ზაქაიძემ.
ქვემო ქართლის რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის გამარტებით, ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მოქალაქეებს არ აღენიშნებათ.
"35-დან 40-მდე ექიმია მობილიზებული, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გადანაწილებული. პრაქტიკულად, გვინდა ყოველ ოჯახში შესვლა და გარკევული სკრინინგის ჩატარება; თუ რაიმე სიმპტომატიკა იქნება, შემდგომი ნაბიჯების გადადგმაც. დღეისთვის გამოკვლეულია 8000-მდე მოქალაქე",-განმარტავს შოთა რეხვიაშვილი.
მარნეულის რადიოს თანამშრომელი "ფორმულასთან" საუბრისას კი მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ საკვებ პროდუქტებზე დეფიციტი არ არის, თუმცა მათი ფასი გაორმაგებულია.
"ზოგადად პანიკა შეინიშნებოდა ორი დღის განმავლობაში, როცა ბოლნისი და მარნეული ჩაკეტეს. ხალხი დაბნეული იყო, რადგან არავინ მოელოდა და არ იცოდნენ რა ექნათ. ახლა სიტუაცია შედარებით სტაბილურდება და ქუჩებში ნაკლები ხალხი დადის",-აღნიშნავს თაკო დავაძე.