logo
ENG



ვატო ასათაშვილი: ვიზეართან მიმართებაში მთავრობამ შეცდომა დაუშვა, ეს არის დანაშაული

02 ივლ 202022:05
3 წუთის საკითხავი
 

„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებლის, ვატო ასათაშვილის შეფასებით, ავიაკომპანია „ვიზეართან“ მიმართებაში მთავრობამ შეცდომა დაუშვა. როგორც ასათიშვილმა სოფო ზურაბიანის გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, კრიზისულ პერიოდებში, ავიაკომპანიებს საქართველოში ბორტების გაჩერება არ უღირთ, რადგან ძვირი უჯდებათ და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ბაზები სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე გადააქვთ. ასათიშვილის განმარტებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ვიზეარი“ მთავრობისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ელოდებოდა, თუმცა კომპანიის შენარჩუნებისთვის არაფერი გაკეთდა.

„ეს არა მხოლოდ უწყინარი შეცდომა ან ტექნიკური პრობლემაა, არამედ ეს არის დანაშაული, რამეთუ დღემდე არავინ იძახის, რა გააკეთა, რა დამხვედრი ქმედებები განახორციელა სახელმწიფომ იმისთვის, რომ ვიზეარი ქვეყნიდან არ გასულიყო. ბევრი განცხადება გაკეთდა, რომ ვიზეარი ქვეყნიდან არ გადის, მაგრამ ბაზა დაიხურა, დასაქმებული თანამშრომლები კარგ შემთხვევაში გადანაწილდებიან სხვა ქვეყნებში ან დროებით კომპენსაციას მიიღებენ, რომ უმუშევრად დარჩენილების სტატუსი არ მიიღონ. ბორტები ქვეყნიდან გასულია. იმ სიხშირეებზე, რაზეც განაცხადი ჰქონდა ვიზეარს გაკეთებული, ჯერჯერობით ისევ ჰაერშია, რამეთუ არ ვიცით როდის გაიხსნება. თავის მხრივ ვიზეარიც და სხვა ავიახაზებიც ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც ნებართვას მოგვცემენ, იმავე დღიდან დავიწყებთ ფრენას, ვინაიდან ეს არის ამ კომპანიებისთვის ეს არის ერთადერთი შემოსავლის საშუალება დღეის მდგომარეობით. აქედან გამომდინარე, ვიზეარი ელოდებოდა რაღაც კონტრნაბიჯებს, რომელიც არ გადადგმულა. კონტრნაბიჯები შეიძლებოდა ყოფილიყო: სატარიფო პოლიტიკა, საგადასახადო შეღავათები, რადგან ეს არის ბიზნესი. დავინახეთ წლების წინ, რომ გაჩერებულ ბიზნესს საქართველოში ბორტების გაჩერება ძვირი უჯდება, არ უღირს და გადაყავს ალტერნატიულ ტერიტორიაზე, სადაც უფრო იაფია. რატომ არ გააკეთა ჩვენმა მთავრობამ ის მინიმუმი, რითაც შეგვეძლო შენარჩუნება ამ ბაზების. ოროსანი ბავშვის არგუმენტია ყველაფერი დააბრალო ვირუსს და თქვა, რომ ტექნიკური საკითხია და მომავალში ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ Wizz Air-ის ქუთაისის ბაზა დაცარიელდა - კომპანია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. Wizz Air-ის ​წარმომადგენლის ანდრიას რადოს განცხადებით, ვიზეარის ბაზების ფუნქციონირება გაურკვეველი დროით არის დახურული.

 

 



close დახურვა